სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ ნავთობის და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული დღე აღინიშნა

04 სექტემბერი, 2015
4 სექტემბერს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, ნავთობის და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული დღე აღინიშნა. წარჩინებულ და წარმატებულ თანამშრომლებს კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა პროფესიული დღე მიულოცა და სიგელები გადასცა.

სნგკ-ის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პროფესიონალიზმის და საქმისადმი ერთგულებისთვის სიგელები 120-მა თანამშრომელმა მიიღო.

“საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა. აღსანიშნავია, რომ კორპორაციამ გარდაბნის თბოელქტროსადგურის მშენებლობაში 240 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. კორპორაცია ვითარდება და მომავალ წლებში დაგეგემილია კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორცილება, როგორებიცაა მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის გაგრძელება, მიწისქვეშა გაზსაცავისა და ახალი თბოლექტროსადგურის მშენებლობა. ამ პროექტების განხორციელებაში თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს,“ - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

სხვა სიახლეები