სს „საპარტნიორო ფონდმა” საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ცვლილება განახორციელა

27 ოქტომბერი, 2012
საქართველოს საპარტნიორო ფონდის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ცვლილებები განხორციელდა. სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კორპორაციის თანამშრომლებს ახალი გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი წარუდგინეს.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, თვალაბეიშვილი ნავთობისა და გაზის სფეროში გამოცდილი კადრია, იგი მუშაობდა USAID-ის და MCG-ის პროექტების მენეჯერად, ასევე მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისში.

”დავით თვალაბეიშვილის დანიშვნა გააძლიერებს კომპანიის ინტერესებს და გაზრდის მის ღირებულებას, უფრო ეფექტურს გახდის კომპანიის მენეჯმენტს და შესაბამისად კოორპორაციისა და საპარტნიორო ფონდის ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდება. კორპორაცია საპარტნიორო ფონდთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად იმუშავებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც საქართველოს სახელმწიფოს წინაშე ამ მიმართულებით დგას,”- განაცხადა კოვზანაძემ.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ წარმატება უსურვა ახალ გენერალურ დირექტორს და იმედი გამოთქვა, რომ კორპორაცია საპარტნიორო ფონდთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გააკეთებს სასიკეთო საქმეს ქვეყნის მოსახლოებისათვის.

დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელობა.

”ვიცი, რომ კორპორაციაში არის პროფესიონალთა გუნდი. შევეცდები, კომპანია უფრო წარმატებული გახდეს საპარტნიორო ფონდთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად,”-აღნიშნა თვალაბეიშვილმა

სხვა სიახლეები