სომხეთში გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდა

10 მარტი, 2012
ყაზახი-საგურამოს 1000მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 114-ე კმ-ზე, მამკოდის დასახლებასთან ავარია დაფიქსირდა. ადგილზე არსებული მეწყერის გააქტიურებამ მილსადენის დაზიანება გამოიწვია, რის გამოც სომხეთში გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდა.

ავარია მაგისტრალურ გაზსადენზე, რომელიც საქართველოს სომხეთთან აკავშირებს, გუშინ საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე დაფიქსირდა. მიმდინარეობს მუშაობა და, სავარაუდოდ, სამშაბათს სომხეთის გაზმომარაგება აღდგება.

საქართველოს მოსახლეობის გაზმომარაგებას პრობლემა არ ექმნება, რადგანაც ეს მილსადენი სომხეთის მომარაგებაზეა მიმართული. ავარიის შესახებ სომხური მხარე ინფორმირებულია.

სხვა სიახლეები