სომხეთში გაზის ტრანზიტი აღდგა

04 ოქტომბერი, 2012
სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი დღეს, დილით, აღდგენილია.

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რუსულ მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო სომხეთს გაზის მიწოდება 1 ოქტომბერს შეუწყდა.

გაზის გათიშვის შესახებ სომხური მხარე ინფორმირებული იყო.
საქართველოს გაზმომარაგებას, სომხეთში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო, პრობლემები არ შექმნია.

სხვა სიახლეები