სნგკ-სა და USAID-ის წარმომადგენლებმა ლილოს ბაზაზე სამშენებელო ტექნიკა და მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოები დაათვალიერეს

06 თებერვალი, 2015
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან ერთად დღეს ლილოს ბაზაზე მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობისათვის საჭირო სამშენებელო ტექნიკა და მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოები დაათვალიერა.

მაგისტრალური გაზსადენების პროექტირება-მშენებლობისას მიწისქვეშა კომუნიკაციების დაფიქსირებას სნგკ უკვე ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით შეძლებს. ხელსაწყო “გეორადარი“-ს დახმარებით შესაძლებელი გახდება საპროექტო არეალში არსებული მიწისქვეშა ობიექტების მაღალი სიზუსტით განსაზღვრა.

ხელსაწყოების - DCVG, PCM და C- SCAN გამოყენებით შესაძლებელი იქნება მილსადენების საიზოლაციო საფარის დაზიანებული მონაკვეთების დაფიქსირება და მათი ხარისხის განსაზღვრა.

სნგკ-მ აღნიშნული ხელსაწყოები ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით შეიძინა.

სხვა სიახლეები