სნგკ-სა და სგტკ-ის გენერალური დირექტორები ახალციხეში ქვესადგურის გახსნას დაესწრნენ

11 დეკემბერი, 2013
ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ თურქეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი და ქვესადგური "ახალციხე" გახსნეს. ქვესადგურ "ახალციხის" გახსნის ცერემონიას თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ტანერ იილდიზი, აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი ნატიგ ალიევი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მთავრობის ეკონომიკური გუნდი, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა თურქ ბიზნესმენთა 15-კაციანი დელეგაციაც, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციებს ახორციელებენ ან ამ მიმართულებით მუშაობას სამომავლოდ გეგმავენ.

პროექტი "შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის" პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და საქართველოს მთავრობამ დააფინანსეს.