სემინარი რისკების შეფასებაში

12 სექტემბერი, 2014
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებისთვის 8-12 სექტემბერს ჩატარდა სემინარი რისკების შეფასებაში. სემინარი ჩატარდა „inogate”-ის თანადაფინანსებით. ტრენინგის ფარგლებში ევროპელ ექსპერტთა დახმარებით, რისკის შეფასების მეთოდით დადგინდა უსაფრთხოების ზონის მინიმალური ზღვარი გუდაური და ყაზბეგის მონაკვეთებზე.

სემინარში მონაწილეობა მიიღო კორპორაციის ათამდე თანამშრომელმა. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.