"სარმატიამ" ევრაზიის ნავთობსატრანზიტო კორიდორის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე ტენდერი გამოაცხადა

28 თებერვალი, 2008
მილსადენის საერთაშორისო კომპანია "სარმატიამ" ევრაზიის ნავთობსატრანზიტო კორიდორის ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე ტენდერი გამოაცხადა.

ჩასატარებელი სამუშაოების საერთო ღირებულება 2 მლნ. აშშ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს. კომპანიებმა, რომლებიც ტენდერში მონაწილობის სურვილს გამოთქვამენ, კომპანიაში 18 მარტამდე უნდა წარადგინონ თავინთი წინადადებების ნაბეჭდი და ელქტრონული ვერსიები.

2008 წლის 18 თებერვალს, ვარშავაში, საერთაშორისო მილსადენის კომპანია "სარმატიას" ხუთი მონაწილე ქვეყნის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მმართველთა საბჭომ ხელი მოაწერა პროტოკოლს და რამდენიმე დოკუმენტს, რომელთა შორის, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაც არის.

სხვა სიახლეები