სარემონტო მასალებისა და სამშენებლო ტექნიკის შესყიდვაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობა შვიდმა კომპანიამ მიიღო

23 მაისი, 2014
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დღეს სარემონტო მასალებისა და სამშენებლო ტექნიკის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გაიმართა.

ტენდერში მონაწილეობის სურვილი შვიდმა კომპანიამ გამოთქვა. სნგკ-ის შესაბამისი კომისია შეისწავლის შეთავაზებული წინადადებების შესაბამისობას ტენდერის მოთხოვნებთან და გამარჯვებულს მას შემდეგ დაასახელებს.

უკვე განხილული სატენდერო წინადადებები შეთანხმდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგანტოსთან (USAID), რადგან ტენდერით მასალების შესყიდვა ხორციელედება სააგენტოს დაფინანსებით.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ სარემონტო მასალებისა და სამშენებლო ტექნიკის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი 25 აპრილს გამოაცხადა. სატენდერო მასალები XI ლოტად იყო დაყოფილი.

სხვა სიახლეები