საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობსადენებით ნავთობის ტრანზიტის მონაცემები

15 იანვარი, 2013
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით (BTC) ჯეიჰანის პორტში 2012 წელს 32 954 667 ტონა აზერბაიჯანული ნედლი ნავთობი გადაიტვირთა, რაც 4,6%-ით ნაკლებია 2011 წელთან შედარებით.

რაც შეეხება დასავლეთის მიმარულების საექსპორტო ნავთობსადენს (WREP), აღნიშნული მილსადენით, 2012 წელს, სუფსის ტერმინალში ტრანსპორტირებულია 3 922 306 ტონა ნედლი ნავთობი, რაც 2011 წლის შესაბამის პერიოდის მონაცემებს 2,8%-ით აღემატება.

საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის ტრანზიტი ჯეიჰანის პორტში 2005 წლის სექტემბრიდან დაიწყო, დასავლეთის მიმარულების საექსპორტო ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირება კი 1999 წლიდან ხორციელდება.