საქართველოს სატრანზიტო ნავთონსადენების დერეფანი რუსეთის სამხედრო ძალებმა დღეს მეორედ დაბომბეს
12 აგვისტო, 2008
12 აგვისტოს, 12.30 საათზე საქართველოს სატრანზიტო ნავთონსადენების დერეფანი რუსეთის სამხედრო ძალებმა მეორედ დაბომბეს. ამჯერად მათ ამისთვის მართვადი რაკეტა გამოიყენეს, რომელიც ბაქო-სუფსას ნავთობსადენის 27-ე კილომეტრზე, თბილისთან ახლოს, ნავთობსადენის დერეფანში აფეთქდა, საბედნიეროდ, ნავთობსადენი აფეთქების შედეგად არ დაზიანებულა.
აფეთქების ადგილზე მუშაობენ შს სამინისტროს მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები. დღესვე მილსადენის დერეფანი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს
აფეთქების ადგილზე მუშაობენ შს სამინისტროს მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები. დღესვე მილსადენის დერეფანი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს