საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან გაზს შპს "მანი" შეიძენს

25 თებერვალი, 2011
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან გაზს შპს "მანი" შეიძენს. კომპანია XIB სალიცენზიო ფართობზე, კრწანისის N39 ჭაბურღილიდან 1 წლის განმავლობაში მოპოვებულ ხელმისაწვდომ, მომყოლ გაზს 210 დოლარად იყიდის.

მომყოლი გაზის მიწოდება განხორციელდება კრწანისის N39 ჭაბურღილთან დამონტაჟებული გაზის გამზომი სისტემიდან.

#39 ჭაბურღილიდან მოპოვებული მომყოლი გაზის გაყიდვასთან დაკავშირებით აუქციონი კორპორაციაში 25 თებერვალს გაიმართა. აუქციონში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა.

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. კორპორაციამ გაზის გაყიდვაზე აუქციონი 23 თებერვალს გამოაცხადა.