საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საპრეზენტაციო შეხვედრები დაასრულა

26 ნოემბერი, 2013
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (სნგკ) 2013 წლის 18-22 ნოემბერს ლონდონში, ნიუ-იორკსა და ბოსტონში საპრეზენტაციო შეხვედრების სერია ობლიგაციების მფლობელ ინვესტორებთან და სარეიტინგო სააგენტოებთან გამართა.

კორპორაციის ხელმძღვანელობამ პირისპირ შეხვედრები გამართა 20-ზე მეტ ინვესტორთან, რომელთა უმეტესობა სნგკ-ს მიერ გამოშვებული ევროობლიგაციების მფლობელია.

პრეზენტაციები შეეხებოდა კორპორაციაში მიმდინარე სიახლეებს, გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობას (რომელიც მთლიანად ევროობლიგაციებიდან მიღებული შემოსავლით ფინანსდება), შუალედურ ფინანსურ ანგარიშებში ზრდის ტენდენციას, საშუალოვადიან ფინანსურ პროგნოზებსა და კომპანიის ბიზნეს სტრატეგიის ზოგად მიმოხილვას.

სხვა სიახლეები