საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ნავთობის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა

26 იანვარი, 2012
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 2012 წლის განმავლობაში მოპოვებული და განაწილებული Georgian Light და Georgian Heavy ტიპის ნავთობის გასაყიდად აუქციონი გამოაცხადა.

კორპორაციას გასყიდად გამოაქვს Georgian Light ტიპის წლიური ოდენობა 18 000 ტონა და Georgian Heavy წლიური ოდენობა 2 500 ტონა ნავთობი.

აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება მონაწილე, რომელიც ერთი ბარელი ნავთობის ყიდვისათვის კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით ნაკლებ დისკაუნტს. აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება კორპორაციის მიერ წარმოდგენილი დისკაუნტის – 7,7 აშშ დოლარის მიმართ.

ნავთობის მიწოდება განხორციელდება რამოდენიმე ეტაპად კორპორაციასა და აუქციონში გამარჯვებულს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ორივე ტიპის ნავთობის მიწოდება განხორციელდება სოფელ ვაზიანის რკინიგზის სადგურის ჩიხდან.

აუქციონი ჩატარდება 2012 წლის 16 თებერვალს 16:00 საათზე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ადმინისტრაციულ შენობაში