საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მედიის წარმომადგენლებისათვის გასვლითი სემინარი გამართა

11 მარტი, 2013
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ორგანიზებით 8 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, მედიის წარმომადგენლებისათვის სიღნაღში სასტუმრო ”კაბადონში” გასვლითი სემინარი გამართა.

სემინარის მიზანი იყო ჟურნალისტები გაცნობოდნენ კორპორაციაში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებს. ”საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და ევროპულ სტრუქტურებში ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ინტეგრაციის პრობლემებზე” მედიის წარმომადგენლებს კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის დეპარატამენტის ხელმძღვანელი თემურ გოჩიტაშვილი ესაუბრა.

კორპორაციის მიერ 2010-2012 წლებში განხორციელებულ გაზსადენების სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტებზე კი პრეზენტაცია მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ანტონ გოგუაძემ გამართა. სემინარზე დამსწრე ჟურნალისტებმა დისკუსია გამართეს და გაეცნენ კორპორაციაში განხორციელებულ მათვის საინტერესო სხვა მნიშვნელოვან თემებსაც.

სემინარში ასევე მონაწილეობდნენ საპარტნიორო ფონდის, ენერგეტიკის სამინისტროს, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის და საქართველოს ელექტროსისტემის ხელმძღვანელები.