საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზის ტარიფი შემოსავლების ხარჯზე შეამცირა

01 მარტი, 2013
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, გაზის ტარიფის შემცირება შესაძლებელი გახდა კორპორაციის შემოსავლების ხარჯზე. კერძოდ, კორპორაციამ შეამცირა კომპანია „სოკარ გაზ ექსპორტ იმპორტისთვის“ და შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სადისტრიბუციო კომპანიებისათვის მისაყიდი გაზის ფასი, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ქვეყნის მოსახლეობამ შემცირებულ ფასად მიიღოს ბუნებრივი გაზი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 1 მარტიდან საქართველოში მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ფასი კუბურ მეტრზე 5 თეთრით შემცირდება.