საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და უკრაინულმა კომპანიამ ”ვნიპიტრანსგაზი” ხელშეკრულება გააფორმეს
29 სექტემბერი, 2007
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და უკრაინული კომპანია "ვნიპიტრანსგაზმა" ხელშეკრულება გააფორმეს.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ "ვნიპიტრანსგაზი" ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით გარდაბანი-საგურამოს 50-კილომეტირიან მაგისტრალურ გაზსადენს დააპროექტებს. პროექტის ამოქმედების შემდეგ, შესაძლებლობა იქნება ქსელში ჩავრთოთ ახალი სოფლები და ქალაქები, რათა სამომავლო პროექტების განხორციელებას შევუწყოთ ხელი.
დაპროექტებისთვის საჭირო საველე სამუშაოებს კორპორაცია თვითონ ჩაატარებს, რის შემდეგაც ორი თვის ვადაში უკრაინელი პარტნიორები კორპორაციას გამზადებულ პროექტს ჩააბარებენ. საპროექტო სამუშაოებისთვის ნავთობისა და გაზის კორპორაცია 195 ათას დოლარს გაიღებს.
მაგისტრალური გაზსადენის გარდაბანი-საგურამოს 50-კილომეტრიანი მონაკვეთის აშენების შემდეგ კორპორაციას შესაძლებლობა ექნება სამი წყაროდან მიღებული სხვადასხვა ხარისხის გაზი დასავლეთ საქართველოში მომხმარებელს დივერსიფიცირებულად მიაწოდოს.
"ვნიპიტრანსგაზი" უკრაინული საინჟინირინგო-სამრეწველო კომპანიაა, რომელიც უკვე 60 წელზე მეტია საპროექტო ორგანიზაციებისა და კომპანიების რიგში წამყვან პოზიციებს იკავებს არა მხოლოდ უკრაინასა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, არამედ მსოფლიოშიც. კომპანია დაპროექტებისა და ინჟინირინგის სფეროში მოღვაწეობს. მისი პრიორიტეტი მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენების, გაზსაცავების, ნავთობისა და ნავთობსადენების საწყობების პროექტირება, ასევე ობიექტების მაღალი ეკონომიკური და ენერგეტიკული ეფექტურობის, ტექნიკური უზრუნველყოფის, ობიექტის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფაა.