საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ტექნიკურ საკითხებზე ”სტატოილთან” ითანამშრომლებს

11 ივნისი, 2012
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას უმსხვილესი ნორვეგიული ენერგეტიკული კომპანია ”სტატოილის” წარმომადგენლები სტუმრობდნენ.


კომპანიის ტექნიკური ჯგუფის სპეციალისტებმა ორი დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე, კორპორაციის ტექნიკური დირექტორატის თანამშრომლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ინფორმაციები გაცვალეს.