"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" და "საქართველოს ათასწლეულის ფონდი" მაგისტრალური გაზსადენის II და III ფაზებზე მუშაობას იწყებენ

25 დეკემბერი, 2007
"საქართველოს ათასწლულის ფონდსა" და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც პროექტის მაგისტრალური გაზსადენის II და III ფაზა დაიწყება.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება 17 ობიექტის რეაბილიტაცია. მათ შორის, აღდგება მაგისტრალური გაზსადენის 2 მონაკვეთი გარდაბნის რაიონში; ასევე განხორციელდება 1000 მმ-იანი გაზსადენის რეაბილიტაცია მდინარე გლდანულაზე და ყაზბეგის რაიონში გამავალი მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია.

ფორმებული კონტრაქტის თანახმად, "საქართველოს ათასწლეულის ფონდი" "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" პროექტის მართვის ფუნქციას გადასცემს, რაც პროექტის მშენებლობასა და მასზე ზედამხედველობის განხორციელებას გულისხმობს.

"საქართველოს ათასწლულის ფონდი" ენერგო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 49,5 მლნ. დოლარის ღირებულებისაა და 3 წელიწადზეა გათვლილი. მისი განხორციელება 2006 წელს დაიწყო და 2008 წელს დასრულდება.

პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ჩრდილოეთ-სამხრეთ მაგისტრალურიგაზსადენის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 44,5 მლნ აშშდოლარია. აქედან, მეორე და მესამე ფაზის განსახორცილებელად 25 მლნ. აშშ დოლარია გამოყოფილი. თანხის დანარჩენი ნაწილი რეაბილიტაციის პროექტის პირველ ფაზას მოხმარდა.