საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია რეესტრის ავტორიზებული მომხმარებელი გახდა

17 მაისი, 2019
სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა (სნგკ) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ნაპრ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მიზნით ავტორიზაციის ხელშეკრულება გაფორმდა.

აღნიშნული მიზნად ისახავს სააგენტოს ელექტრონულ პროგრამებზე წვდომას, ასევე შესაძლებლობას კორპორაციამ განახორციელოს სააგენტოს მიერ დელეგირებული სერვისები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

თანამშრომლობის ფარგლებში, საჯარო რეესტრი კორპორაციას მასთან დაცული, სანდო და მაღალი ხარისხის მონაცემთა ბაზებით უზრუნველყოფს, რაც ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვასა და სამუშაო პროცესის ეფექტურობის ზრდას უწყობს ხელს.

ამასთან, კორპორაცია თავისმხრივ ორიენტირებულია რაც შეიძლება მეტად უზრუნველყოს ორგანიზაციის შიგნით ბიზნესპროცესის სწორად და ეფექტურად წარმართვა.

სხვა სიახლეები