საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპოარცია გარდაბანში კომბინირებული ციკლით მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს

20 თებერვალი, 2013
სს „საპარტნიორო ფონდმა“ გარდაბანში კომბინირებული ციკლით მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. პროექტის სავარაუდო ღირებულება 205 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად ევროობლიგაციებისგან მიღებულ თანხას გამოიყენებს. „საპარტნიორო ფონდი“ პროექტის კონტრაქტორს, Calik Enerji-ს ავანსის სახით 50 მლნ. აშშ დოლარს გადაუხდის, რომელიც ფონდს ნავთობისა და გაზის კორპოარციამ უკვე გადაურიცხა. აღნიშნული სესხი სრულიად იქნება კონვერტირებული გარდაბნის კომბინირებული ციკლით მომუშავე ელექტროსადგურის სააქციო კაპიტალში სს "საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის" წილობრივი მონაწილეობის სახით.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2014 წლის ბოლოს იგეგმება და ის ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2015 წელს შევა. ელექტროსადგურის სიმძლავრე 230 მეგავტი იქნება და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მოსალოდნელი წლიური გამომუშავება 1 337 მლნ. კვტ-ს შეადგენს.

რაც შეეხება 2013 წლის 7 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას ნამახვან ჰესების კასკადის მშენებლობის დროებით შეჩერების თაობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის განახლების შემთხვევაში ნავთობისა და გაზის კორპორაცია მის მშენებლობას აღარ დააფინანასებს.

სხვა სიახლეები