საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია ჩინურ კომპანიასთან ერთად ენერგეტიკული პროექტების დაფინანსების შესაძლებლობის შესწავლას იწყებს
15 სექტემბერი, 2015
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ჩინურმა კომპანია China Tianchen Engineering Corporation-მ (TCC) ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის თანამშრომლობის მიზანია საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავისა და კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტების ერთობლივად განხორციელების შესაძლებლობების შესწავლა. პროექტების განვითარებაში სავარაუდოდ, საქართველოს საპარტნიორო ფონდიც ჩაერთვება.
TCC-ს ინიციატივით კორპორაციის მიერ დაგეგმილი პროექტების დაფინანსების შესაწავლის პროცესში ასევე მონაწილეობენ ჩინეთის სახელმწიფო საექსპორტო ოპერაციების მზღვეველი სააგენტო - China Export & Credit Insurance Corporation (SINOSURE) და მსოფლიოს უმსხვილესი ბანკი - Industrial and Commercial Bank of China (ICBC). ამ ეტაპზე ჩინური მხარე ახდენს პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლას.
TCC ჩინეთის ერთერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ნიშანდობლივია, რომ TCC-ს წარმატებული გამოცდილება გააჩნია მიწისქვეშა გაზსაცავის და კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში და მათ შორის, თურქეთშიც.