საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში „საქართველოს ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ათწლიანი გეგმის“ პრეზენტაცია გაიმართა

30 სექტემბერი, 2016
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში „საქართველოს ბუნებრივი გაზის სატრანსპორ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში დღეს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ მომზადებული „საქართველოს ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ათწლიანი გეგმის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების მართვის დეპარტამენტი ხელმძღვანელმა თემურაზ გოჩიტაშვილმა წარადგინა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

გენერალური გეგმა მოიცავს საქართველოში გაზის ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპებს. ასევე მასში განხილულია გაზსაცავის დაპროექტება- მშენებლობა საკითხები.

დავით თავალებიშვილი: აღნიშნული გეგმა სამომავალოდ კიდევ უფრო დაიხვეწება, მასში ჩართული იყო სახელმწიფო, არასამთავრობო და ენერგოსექტორის წარმომადგენლები. გათვალისწინებული იყო ყველა შენიშვნა.

პრეზენტაციაზე ენერგეტიკის მინიტრმა ილია ელოშვილია თეიმურაზ გოჩიტაშვილის დაბადების 70 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საინჟინრო საქმიანობის 40 წლისთავი მიულოცა და გაწეული საქმიანობისათვის პრეზიდენტის ღირსების ორდენიც გადასცა.ტო ინფრასტრუქტურის განვითარების ათწლიანი გეგმის“ პრეზენტაცია გაიმართა