საქართველო საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტში ჩაერთო

11 ოქტომბერი, 2007
საქართველოს, აზერბაიჯანის, ლიტვის, პოლონეთისა და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრებმა უწყებათაშორისი თანამშრომლობის შესახებ 10 ოქტომბერს ვილნიუსში შეთანხმება გააფორმეს. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ ენერგეტიკული კორიდორის - ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკის ნავთობსადენის შექმნაზე, რომელმაც კასპიის საბადოებიდან აზერბაიჯანის, საქართველოს, უკრაინისა და პოლონეთის გავლით ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე გატანა უნდა უზრუნველყოს.

გუშინვე ხუთივე ქვეყნის ნავთობის ეროვნული კომპანიების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კომპანია "სამარტიას" დაფუძნების თაობაზე.

ახლადდაფუძვებული კომპანია ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკის ნავთობსადენის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას მოამზადებს და ენერგოუსაფრთხოების მორიგ კონფერენციას წარუდგენს, რომელიც 2008 წლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს მიწვევით კიევში გაიმართება.

ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკის პროექტის მონაწილე ქვეყნებისპრეზიდენტებმა 2007 წლის 11 მაისს კრაკოვოში, ხოლო მინისტრებმა 5ივნისს გდანსკში ხელი მოაწერეს კომუნიკეს, რომლითაც კასპიურინავთობის ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებისთვისდერეფანის შექმნას დაუჭირეს მხარი. პროექტი "ოდესა-ბროდი" უკრაინამგასული საუკუნის 90-იან წლებში მოამზადა. პროექტის მიზანს თავიდანვეცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში კასპიური ნავთობისტრანსპორტირება წარმოადგენდა. ნავთობსადენი "ოდესა-ბროდი"ოფიციალურად 2001 წლის აგვისტოში გაიხსნა. 2003 წლის მაისშიუკრაინამ, პოლონეთმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას,რომელშიც მხარი დაუჭირეს კასპიური ნავთობის "ოდესა-ბროდის"მილსადენით ტრანზიტს, ასევე მის გაგრძელებას პლოცკამდე, საიდანაცნავთობი უკვე არსებული ნავთობსადენით გდანსკამდე უნდა მისულიყო.