სამხრეთ-კავკასიური მილსადენით გაზის ტრანსპორტირება განახლდა

07 თებერვალი, 2014
გუშინ, 7 თებერვალს, აზერბაიჯანში სანგაჩალის ტერმინალზე შეიქმნა გარკვეული ტექნიკური პრობლემები, რომლის შედეგად შეფერხდა შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი გაზის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენით საქართველოსა და თურქეთში ტრანსპორტირება.

დღეს დილისთვის, ტექნიკური პრობლემები გარკვეულწილად აღმოფხვრილ იქნა და გაზის ტრანსპორტირება განახლდა, თუმცა ამ მომენტისათვის საქართველო დღეში 2,5 მილიონი კუბური მეტრის ნაცვლად დაახლოებით 1,8 მილიონ კუბურ მეტრ გაზს იღებს შაჰ-დენიზის საბადოდან.

მიუხედავად ამისა, არც გუშინ და არც დღეს, რაიმე შეფერხება მაგისტრალური გაზსადენებიდან საქართველოს სადისტრიბუციო კომპანიებისთვის გაზის მიწოდების მხრივ არ შექმნილა, რადგან საჭირო დამატებითი მოცულობები სხვა მომწოდებელი გაზსადენებიდან იქნა აღებული.

აზერბაიჯანელი სპეციალისტების შეფასებით, მდგომარეობა სანგაჩალის ტერმინალზე მთლიანად 2 დღეში გამოსწორდება და საქართველოში გაზის მოწოდება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

სხვა სიახლეები