სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა ქუთაისი-აბაშის 47 კმ-იანი მონაკვეთი დაათვალიერეს

05 ივნისი, 2012
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მაგისტრალური გაზსადენის ქუთაისი-აბაშის 47 კმ მონაკვეთის მშენებლობისათვის კვალიფიციური მშენებელ-კონტრაქტორის შერჩევა დაიწყო.

შესყიდვების პროცედურის გათვალიწინებით, კორპორაცია ვალდებულია ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულ ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს სამშენებლო ადგილები დაათვალიერებინოს.

ამ მიზნით, კორპორაციის ტექნიკური დირექტორატის და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელებმა დაინტერესბულ პირებთან ერთად 4 ივნისს მოინახულეს გაზსადენის 4 მონაკვეთი - მდინარეების რიონის, სულორის და ხანისწყლის მიწისქვეშა გადსასვლელელები და ერთ ობიექტზე არსებული დაჭაობებული მონაკვეთი.

ტენდერში მონაწილეობის მსურველები ადგილზე გაეცნენ არესებულ სიტუაციას. მიღებული ინფორმაცია მათ სატენდერო წინადადების მოსამზადებლად და სამშენებლო კონტრაქტის დასადებად სჭირდებათ.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის III ეტაპს ქუთაისი-აბაშის 47კმ მონაკვეთის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.

სხვა სიახლეები