”რუსთავი‐საგარეჯოს” 25კმ-ნი მონაკვეთის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი ოთხმა კომპანიამ გამოთქვა

24 დეკემბერი, 2013
კახეთის მაგისტრალური გაზსადენის ”რუსთავი‐საგარეჯოს” DN300 25კმ-ნი მონაკვეთის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი ოთხმა კომპანიამ გამოთქვა.

კომპანიებმა “საქმილსადენმშენი”, Fobos LTD, “რაპიდ ინჯინერინგი & კონსტრაქშენი” და “კომფორტმშენ XXI” ტენდერში სხვადასხვა ფასი დააფიქსირეს. ყველაზე დაბალი ფასი - 2.380.000.00 ლარი კი “კომფორტმშენ XXI”-მა დააფიქსირა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ამჟამად კომპანიების შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს, რომლის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია.

კახეთის მაგისტრალური გაზსადენის რუსთავი-საგარეჯოს მონაკვეთზე გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ფუნქციონირებდა DN300 რუსთავი-თელავის მაგისტრალური გაზსადენის ასეთივე დასახელების მონაკვეთი. 1985-1989 წლებში საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების განვითარების პროგრამის შესაბამისად რუსთავი-გურჯაანის მონაკვეთზე (0-89კმ) აშენდა მაგისტრალური გაზსადენის მეორე ხაზი DN500 მილებით. გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა მაგისტრალური გაზსადენის ელექტროქიმიური დაცვის სისტემის მასიური დატაცება, რამაც გამოიწვია კოროზიული პროცესების გააქტიურება. გაზსადენის არადამაკმაყოფილებელი ტექნიკური მდგომარეობის გამო რუსთავი-საგარეჯოს მონაკვეთზე მოხდა DN300 გაზსადენის დემონტაჟი. გაზის დანაკარგების შემცირების მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რუსთავი-საგარეჯოს მონაკვეთის ექსპლუატაციიდან გამორთვის შესახებ. რეგიონი დღემდე ბუნებრივ აირს მხოლოდ ჟინვალის მხრიდან იღებს. ამ ეტაპზე, დღის წესრიგში დგას კახეთის გაზმომარაგების სისტემის სრულყოფა და მილსადენების ფუნქციონირების საიმედოობის ამაღლება.

სხვა სიახლეები