"რედისონ ბლუ ივერიაში" ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება აღინიშნა

17 თებერვალი, 2010
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ათასწლეულის ფონდმა სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" აღნიშნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა შესრულებული სამუშაოების ფოტო-გამოფენა და პროექტის სამივე ფაზის დასრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა ათასწლეულის ფონდის ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის სამი ფაზის ფარგლებში. დაახლოებით 35 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში მოხდა გაზსადენის 22 მნიშვნელოვნად დაზიანებული უბნის რეაბილიტაცია და მშენებლობა. პროექტის განმახორციელებელი კომპანიაა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ხოლო სამშენებლო სამუშაოები განახორციელეს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა და ქართულმა კომპანიებმა.

ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბდუშელიშვილის განცხადებით, ათასწლეულის ფონდი ენერგეტიკის სამინისტროს ეხმარება და დაზოგილი 15 მლნ. დოლარი გაზსაცავის წინასაპროექტო ტექნიკურ-ეკონომიკური სამუშაოების შესრულებას მოხმარდება. გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლა 2010 წლის იანვარში დაიწყო და 12 თვის შემდეგ დასრულდება.

ღონისძიებას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიკა ვალიშვილი, აშშ-ს ელჩის მოადგილე კენტ ლოგსდონი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ათასწლეულის პროგრამის ენერგოინფრასტრუქტურის პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 50 მილიონი აშშდოლარია და მიზნად ისახავსჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის იმ დაზიანებული უბნების აღდგენას, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია.

პროექტის პირველი, მეორე და მესამე ფაზის ფარგლებში უკვე დასრულდა სამშენებლო სამუშაოები გაზსადენის 22 უბანზე. გაზსადენი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და 1980 წლიდან მისი რეაბილიტაცია არგანხორციელებულა. გაზსადენი საქართველო-რუსეთის საზღვრიდანიწყება და საქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება (221კმ).მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მიწოდებას საქართველოსადა სომხეთისათვის.

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის შედეგად გაიზრდება საქართველოსა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოებადა ენერგომომარაგების საიმედოობა და შემცირდება გაზსადენიდანარსებული ტექნიკური დანაკარგები.

პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკის სამინსიტროსათვის დახმარების გაწევას ენერგოსექტორის სტრატეგიის შემდგომ დახვეწასა და განხორციელებაში და საჭირო წინა-სამშენებლო კვლევების ჩატარებას მიწისქვეშა გაზსაცავის ასაშენებლად.