„ქუთაისი-სოხუმის” მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოებაზე შეჭრითი სამუშაოები დასრულდა

25 ივლისი, 2014
„ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრითი სამუშაოები, რომელიც გუშინ დაიწყო, უკვე დასრულებულია. აღნიშნული გაზსადენის ქობულეთის განშტოების 46-ე კმ-ზე, მდინარე ნატანების საჰაერო გადასასვლელზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 25 ივლისს 02:00 საათიდან 20:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება ლაითურის, ურეკისა და აჭარის მომხმარებლებს.

მდინარე ნატანებზე წყალდიდობების შედეგად მდინარის კალაპოტმა მარჯვნივ გადაიწია და 2013 წლის აგვისტოში გაზსადენის წყალქვეშა მონაკვეთი გაწყვიტა, რასაც მილსადენის საყრდენებიდან გადაგდება მოჰყვა. მნიშვნელოვნად იყო წარეცხილი უკვე არსებული საჰაერო გადასასვლელის საყრდენები. შექმნილი გარემოების გამო აუცილებელი გახდა საჰაერო გადასასვლელის რეკონსტრუქცია. სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაზის მიწოდება ავარიის შემდეგ აღდგენილი დროებითი მილსადენით იყო უზრუნველყოფილი.

მდინარე ნატანებზე საჰაერო გადასასვლელზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ დაკვეთით შპს ″გეოლოდი″-მ შეასრულა. შეჭრითი სამუშაოები შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განახორციელა.

სხვა სიახლეები