ქუთაისი-აბაშის გაზსადენის მშენებლობის სურვილი ცხრა კომპანიამ გამოთქვა

22 ივნისი, 2012
გაზსადენის ქუთაისი-აბაშის 47-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი ცხრა კომპანიამ გამოთქვა.

სატენდერო წინადადებების პაკეტები საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დღეს გაიხსნა.

წარმოდგენელ ფინანსურ დოკუმენტაციას კომისია განიხილავს და უახლოეს ხანში გახდება ცნობილი რომელი კომპანია ააშენებს გაზსადენის.

გაზსადენის ქუთაისი-აბაშის 47-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი მაისში გამოცხადდა.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის III ეტაპს ქუთაისი-აბაშის 47კმ მონაკვეთის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.

სხვა სიახლეები