ქუთაისი-აბაშის 47 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისათვის მასალების შესყიდვაზე სატენდერო წინადადებების პაკეტები გაიხსნა

22 დეკემბერი, 2011
საქართვლოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დღეს ქუთაისი-აბაშის 47 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისათვის მასალების შესყიდვაზე სატენდერო წინადადებების პაკეტები გაიხსნა.

ტენდერში მონაწილეობის სურვილი თერთმეტმა კომპანიამ გამოთქვა, თუმცა სატენდერო წინადადებები მხოლოდ რვა კომპანიამ წარმოადგინა.

სატენდერო კომისია რვა კომპანიის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებებს განიხილავს და გამარჯვებულს მოგვიანებით გამოავლენს.

კორპორაციამ ქუთაისი-აბაშის 47 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისათვის მასალების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი ნოემბერში გამოცხადა

სხვა სიახლეები