ქუთაისი-აბაშის 47-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

19 ნოემბერი, 2012
ქუთაისი-აბაშის 47-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყომაგისტრალური გაზსადენის 47-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისათვის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

გაზსადენის ქუთაისი-აბაშის 47 კმ-იანი მონაკვეთის დერეფანში უკვე მოიხსნა მიწის ნაყოფიერი ფენა, გაზსადენის დერეფანში ტრანსპორტირებულია სამშენებლო მილები.

მაგისტრალურ გაზსადენის ქუთაისი-აბაშის 47-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას”საქმილსადენმშენის” და ”პიი სიტ ნეფთეგაზსტროიიზოლიაციის” ერთობლივი საწარმო უზრუნველყოფს.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის III ეტაპს ქუთაისი-აბაშის 47კმ მონაკვეთის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.

სხვა სიახლეები