ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას ამერიკული კომპანია მოამზადებს

14 აპრილი, 2008
ევრაზიის ნავთობსატრანზიტო კორიდორის ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას ამერიკული კომპანია "Granherne Ltd" მოამზადებს. "Granherne Ltd"-სა და "სარმატიას" წარმომადგენლებს შორის ხელშეკრულებას დღეს მოეწერა ხელი.

სატენდერო კომისიამ, რომელშიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელიც შედის, გამარჯვებული თერთმეტ კომპანიას შორის შეარჩია.

მილსადენის საერთაშორისო კომპანია "სარმატიამ" ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაზე ტენდერი მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს გამოაცხადა.

2008 წლის 18 თებერვალს, ვარშავაში, საერთაშორისო მილსადენის კომპანია "სარმატიას" ხუთი მონაწილე ქვეყნის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მმართველთა საბჭომ ხელი მოაწერა პროტოკოლს და რამდენიმე დოკუმენტს, რომელთაშ ორის, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაც იყო.