ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებული გაზს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი“ შეიძენს

18 ნოემბერი, 2014
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან გაზს “სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი “ შეიძენს. აუქციონში გამარჯვებული ათას კუბურ მეტრ გაზში 310 აშშ დოლარს გადაიხდის.

კორპორაციამ ნინოწმინდის საბადოზე მოპოვებული ორი მილიონი კუბური მეტრი გაზის გასაყიდად აუქციონი გამოაცხადა. აუციონში მონაწილობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ “სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენმა“ გამოთქვა. გაზის გასაყიდი საწყისი ფასი იყო 305 აშშ დოლარი (დღგ-ს გარეშე) სავაჭრო 5 აშშ დოლარის ბიჯის გაზრდით.

სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ, ხელმისაწვდომ გაზზე აუქციონი 10 ნოემბერს გამოაცხადა. გამარჯვებული 17 ნოემბერს გამოვლინდა.