ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლება”უანგარო დონორი”-ს აქციაში მიიღეს მონაწილეობა

07 მარტი, 2013
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებმა ”უანგარო დონორი”-ს აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

აქცია სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის თხოვნის საფუძველზე ჩატარდა და ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი კორპორაციის თანამშრომლებთან ერთად გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლებმაც გამოთქვეს.

აქციის ფარგლებში სისხლის უანგაროდ გაღების მსურველებს, პირველ ეტაპზე უფასოდ ჩაუტარდათ სისხლზე 4 სახის გამოკვლევა და დაუდგინდათ ჰემოგლობინის დონე. მიღებული შედეგების საფუძველზე თანამშრომელთა ნაწილმა გაიღო სისხლი.