ნავთობისა და გაზის კორპორაცია ორი ტიპის 17.5 ათას ტონა ნავთობს ყიდის

12 აპრილი, 2011
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ნავთობს ყიდის. კორპორაციამ აუქციონი 2011 წლის განმავლობაში მოსაპოვებელი 14 000 ტონა Gegrgian Light-ის ტიპის და 3 500 ტონა Georgian Heavy ტიპის ნავთობის გაყიდვაზე გამოაცხადა.

აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა ”ბე”-ს სახით კორპორაციის საბანკო ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს 100 000 აშშ დოლარი ან ამ თანხის ექვივალენტი თანხა ლარებში. აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება კორპორაციის მიერ წარმოდგენილი დისკაუნტის 7,7 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 0,2 აშშ დოლარის ბიჯის შემცირებით.

აუქციონში გამრჯვებულად გამოცხადდება პრეტენდენტი, რომელიც ერთი ბარელი სასაქონლო ნავთობისათვის კორპორაციას შესთავზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით მინიმალურ დისკაუნტს ან ნავთობის შესყიდვას დისკაუნტის გარეშე ან ნავთობის შესყიდვას "Pლატტს ჩრუდე Oილ Mარკეტწირე"-ის გამოცემაში "Key Benchmarks"-ის სათაურის ქვეშ გამოყენებული Brent (Dated) - Georgian Light ნედლი ნავთობის და "Russian Rals/ESPO Spot Assessments"-ის სათაურის ქვეშ გამოქვეყნებული Urals (Mediterranean) - Georgian Heavy ნედლი ნავთობის დადგენილ ფასზე მეტი ღირებულებით.

აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი კორპორაციაში 2011 წლის 20 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ.