ნავთობისა და გაზის კორპორაცია ნავთობის აღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადავიდა

12 ივნისი, 2008
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილ სამგორის სათავო ნაგებობაზე კომპანია ”ემერსონმა” ახალი კომპიუტერიზებული სისტემა დაამონტაჟა, რომელიც სათავო ნაგებობაზე შესული და გასული ნავთობის ზუსტ აღრიცხვას აწარმოებს.

კომპანია ”ემერსონის” წარმომადგენლებმა სისტემის მართვისათვის სათავო ნაგებობის ყველა თანამშრომელს ტრეინინგი ჩაუტარეს და შეარჩიეს ჯგუფი, რომელიც სისტემის მართვაზე იმუშავებს.