ნავთობისა და გაზის კორპორაცია „ეკონომიკის სამინისტროს თასი 2023“-ის მფლობელია

15 ივნისი, 2023
მინი ფეხბურთში ყოველწლიური შეჯიბრის ფინალი დღეს გაიმართა, რომელშიც კორპორაციის გუნდი “საქრუსენერგოს” გუნდს შეხვდა და 2:0 დაამარცხა!

ჩემპიონებს თასი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გადასცა. გამარჯვებულებს შეჯიბრის წარმატებით დასრულება ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმაც მიულოცა.

ფინალში გასვლამდე, კორპორაციის გუნდმა სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“, გარდაბნის თბოსადგურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გუნდებთან ოთხ მატჩიანი წაუგებელი სერია ითამაშა.

შეჯიბრმა სტარტი მაისში აიღო. მის ფარგლებში გამართულ თითოეულ მატჩს კი სს გეს “საქრუსენერგოს” სტადიონმა უმასპინძლა.

ჩემპიონატი მინი ფეხბურთში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, უკვე მეშვიდედ ჩატარდა. მასში, ყოველწლიურად, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო კომპანიები იღებენ მონაწილეობას.