ნავთობისა და გაზის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ნავთობისა და გაზის კორპორაციამ სპეციალური მედალი დააწესა

26 ივნისი, 2008
ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ნავთობისა და გაზის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სპეციალური მედალი დაწესდა.

2008 წლის 26 ივნისს მედლები გადაეცათ 67 წლის კუკური კერესელიძეს, 68 წლის გოგი ბერაიას, 66 წლის სულხან მელიქიძეს, 53 წლის ირაკლი კაპანაძეს, 63 წლის გიორგი შაშვიაშვილს, 24 წლის ნიკოლოზ ბერუჩაშვილსა და 36 წლის გენადი ოდიშელიძეს (სიკვდილის შემდეგ).

კუკური კერესელიძე, გოგი ბერაია და გიორგი შაშვიაშვილი ნავთობისა და გაზის დარგის განვითარებაზე ათეულობით წელია ზრუნავენ და ამჟამადაც აქტიურად არიან ჩართულნი კორპორაციის ყოველდღიურ საქმიანობაში. სულხან მელიქიძე, ირაკლი კაპანაძე, ნიკოლოზ ბერუჩაშვილი და გენადი ოდიშელიძე თებერვალში ახალქალაქის რაიონის სოფელ ალასტანში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის მონაწილეები არიან. ისინი ასპინძის რაიონის გაზიფიკაციისთვის საველე სამუშაოების დროს ნამქერში მოყვნენ და გაიყინნენ.

სულხან მელიქიძის, ირაკლი კაპანაძის და ნიკოლოზ ბერუჩაშვილის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო გენადი ოდიშელიძე გარდაიცვალა.

მათი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა გასული მძიმე ზამთრის პირობებში საქართველოს მოსახლეობის უწყვეტი და სტაბილური გაზმომარაგება და საპრეზიდენტო პროგრამის "გაზი ყველა სოფელში" წარმატებული სტარტი.

თანამშრომლების სპეციალური მედლებით დაჯილდოებით კორპორაციიის დირექტორთა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აფასებს იმ ღვაწლმოსილი სპეციალისტების დამსახურებას, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია ნავთობისა და გაზის სექტორში მუშაობენ და ზრუნავს ახალგაზრდა კადრების აღზრდისთვის, რომლებიც უკვე ახალ და ქვეყნისთვის სტრატეგიულ პროექტებს განახორციელებენ.