ახალციხემ გაზი მიიღო

15 აპრილი, 2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 32-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით ახალციხის გაზის რეგულირების სადგურზე სიმბოლურად ჩირაღდანი აანთო. პრეზიდენტი ახალციხელ დავით გვარჯილაძის ოჯახსაც ეწვია, სადაც ბუნებრივი აირი სულ რამდენიმე დღეა შევიდა.

ასპინძა-ახალციხის 32 კმ-იანი გაზსადენის მშენებლობა გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. სამუშაოები, რომლებიც კომპანია "ნიუ ენერჯიმ" ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით შეასრულა, ჯამში 15 მილიონი ლარი დაჯდა.

ახალციხეში მაღალი წნევის მილსადენის შეყვანის შემდეგ, ახალციხის გაზიფიცირებას კომპანია LN უზრუნველყოფს. აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში.