”ნამახვან ჰესის” საექსპლუატაციო მისასვლელი გზების შემადგენელი ხიდების დაპროექტება-მშენებლობას ხიდმშენი უზრუნველყოფს

18 აპრილი, 2012
„ნამახვან ჰესის” საექსპლუატაციო მისასვლელი გზების შემადგენელი ხიდების დაპროექტება მშენებლობას ს.ს “ხიდმშენი” უზრუნველყოფს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნამახვან ჰესის საექსპლუატაციო მისასვლელი გზების შემადგენელი ხიდების დაპროექტება-მშენებლობა მდ. რიონზე, სოფ. ტვიშთან და სოფ. ჟონეთთან.

სს „ნამახვან ჰესების კასკადმა”ტენდერი “ნამახვან ჰესის” საექსპლუატაციო მისასვლელი გზების შემადგენელი ხიდების დაპროექტება-მშენებლობაზე მარტში გამოაცხადა.