ნამახვან ჰესების კასკადის მშენებლობა დროებით შეჩერდა
07 თებერვალი, 2013
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა გადახედოს დიდი ზომის ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობის სტრატეგიას. მათ შორის, ნამახვან ჰესების კასკადის მშენებლობის საკითხსაც.
ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა 2013 წლის პირველ ნახევარში ვერ დაიწყება, რადგან საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაციით, ნამახვან ჰესების კასკადის დეტალური პროექტირებისთვის აუცილებელია დამატებითი გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევის ჩატარება, მოსამზადებელია პროექტის გარემოს დაცვისა და სოციალური შეფასების, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის უფრო დეტალური ანგარიშები.
კვლევები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, 2013 წლის მეორე ნახევარში დასრულდება.