აშშ-ს ელჩმა სენაკი-ფოთის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა მოინახულა

17 ნოემბერი, 2010
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა სენაკი-ფოთის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა დაათვალიერა.
სამუშაოებს კორპორაციის დაკვეთიი ორი კონტრაქტორი კომპანია - ”საქჰიდრო” და ”ხიდმშენი” აწარმოებენ. სამუშაოები გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და დეკემბრის მეორე ნახევარში დასრულდება.

”ამერიკის მთავრობა აგრძლებს საქართველოს მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანი პროექტების დაფინასებაში გამოიხატება. აღნიშნული გაზსადენის მშენებლობა, რეგიონში ეკონომიკის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს, მოსახლოებისათვის კი მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გამოიწვევს”, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა.

გაზსადენის მშენებლობა, აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) 115 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტით ხორციელდება.