კორპორაციაში ექსპერტ-სპეციალისტთა და ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრთა შეხვედრა გაიმართა
18 ივლისი, 2018
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აქტიურად არის ჩართული ენერგეტიკის ახალი კანონისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების განხილვაში.
ამ მიზნით, 18 ივლისს, კორპორაციაში ენერგეტიკული თანამეგობრობისა და კომპანიის ექსპერტ-სპეციალისტთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ბუნებრივი გაზის ბაზრის მოწყობის კონცეფციის პროექტი განიხილეს. წარმოდგენილ პროექტში, საქართველოს სპეციფიკით განპირობებული რამოდენიმე შესწორება შევა.
კანონი მიზნად ისახავს, საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე, ევროპის მე-3 ენერგეტიკული პაკეტის პრინციპული დებულებების დანერგვას. ბუნებრივი გაზის ბაზრის მოწყობის შედეგად, ქვეყანა ნაკლებად იქნება დამოკიდებული უცხო ქვეყნის დომინანტ მომწოდებლებზე. ამაღლდება ენერგეტიკული უსაფრთხოება, ჩამოყალიბდება კონკურენტული ბაზარი გამჭვირვალე, სამართლიანი და ხელმისაწვდომი ფასებით.
ენერგეტიკის კანონპროექტი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, ენერგეტიკული თანამეგობრობის დაფინანსებით არის მომზადებული.
ენერგეტიკის შესახებ კანონით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ბაზრის ჩამოყალიბება ეტაპობრივად 2018-2023 წლებში განხორციელდება.