მცხეთის მუნიციპალიტეტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება

27 ოქტომბერი, 2014
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ „ყაზახ-საგურამოს“ DN1000 მაგისტრალური გაზსადენის 122-123 კმ-ზე (კოდისწყლის მონაკვეთი) მილსადენის გადატანის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვას გამართავს.

საჯარო განხილვა გაიმართება 2014 წლის 30 ოქტომბერს, 14 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში. საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ვებ გვერდზე და მცხეთის მუნიციპალიტეტში. 
დაინტერესებულმა პირებმა წინადადებებისა და შენიშვნებისთვის შესაძლოა მომართონ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ 2014 წლის 24 ოქტომბრამდე.

სხვა სიახლეები