მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“მონაკვეთზე სამუშაოების 73 % შესრულებულია

16 ოქტომბერი, 2014
მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ 700მმ დიამეტრის 20კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება და სამუშაოების 73 % უკვე შესრულებული.

„გორი-ქარელის“ მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში ხორციელდება და მას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს. „გორი-ქარელის“ 20კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 3 889 692,24 აშშ დოლარს შეადგენს. მშენებლობისთვის მასალების შესყიდვა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ორი („გორი-ქარელი“ და „ზესტაფონი-ქუთაისი“) მონაკვეთისთვის ერთი ტენდერის ფარგლებში განხორციელდა.

გაზსადენის „გორი-ქარელის“ მონაკვეთის მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია AHM ENERGY GAS HEATING SYSTEMS CONSTRUCTION INDUSTRY. TIC. LTD. STI ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ მონაკვეთის მშენებლობის შედეგად გაზსადენის არსებული 1960-იან წლების ბოლოს აშენებული 500მმ დიამეტრის სექციები 700მმ დიამეტრის სექციებით შეიცვლება, და შესაბამისად, გაიზრდება გაზსადენის გამტარუნარიანობა.