მაგისტრალური გაზსადენის გარდაბანი-ნავთლუღის მონაკვეთის რეაბილიტაციას აზერბაიჯანული კომპანია "ნეფტეგაზტიკინტი" განახორციელებს

30 ივლისი, 2007
მაგისტრალური გაზსადენის გარდაბანი-ნავთლუღის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონტრუქცია-რეაბილიტაციას აზერბაიჯანული კომპანია "ნეფტეგაზტიკინტი" განახორციელებს. ამის შესახებ ხელშეკრულებას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი .

მილსადენის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციით აღდგება გაზგამანაწილებელი სისტემის ძველი სტრუქტურული სქემა. პროექტის ფარგლებში ამჟამად მოქმედი 700 მმ-იანი გაზსადენის დერეფანში ადრე მოქმედი 500 მმ-იანი მილის ნაცვლად 700 მმ დიამეტრის ახალი ფოლადის მილსადენი აშენდება.

"ნეფტეგაზტიკინტი" სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის "ათასწლეურის გამოწვევა-საქართველოს" მიერ დაფინანსებული მაგისტრალური გაზსადენის ჩრდილოეთ ნაწილის 4 უბნის რეაბილიტაცია უკვე განახორციელა.

სხვა სიახლეები