მაგისტრალური გაზსადენის ახალქალაქამდე მიყვანის მიზნით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ტენდერი გამოაცხადა

17 ოქტომბერი, 2007
მაგისტრალური გაზსადენის ახალქალაქამდე მიყვანის მიზნით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი ითვალისწინებს წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის დაუმთავრებელი 300მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას და ტენდერში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული გაზსადენის მონაკვეთების (700 მეტრი) სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება და დაახლოებით 6-კილომეტრიანი მონაკვეთის გაზსადენის მშენებლობა.

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. დაინტერესებულმა პირებმა ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემები 2007 წლის 6 ნოემბრის 16:00 საათამდე დახურულ კონვერტში უნდა წარმოადგინონ.