მაგისტრალურ გაზსადენზე საყრდენ კედელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

28 აპრილი, 2011
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის DN 1200 მაგისტრალური გაზსადენის 232,8-ე კილომეტრზე მდებარე საყრდენი კედლის რეკონსტრუქციაზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.

პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 6 მაისს დაიწყება და 11 მაისამდე გასტანს. მომსახურების სავარაუდო ღირებულება 20 451 ლარია.