”ქუთაისი-აბაშის” 47 კმ-იანი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა დასრულდა

29 ნოემბერი, 2013
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე ”ქუთაისი-აბაშის” 47 კმ-იანი სიგრძის 700 მმ დიამეტრის გაზსადენის მშენებლობა დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს მილსადენის ტესტირება, რის შემდეგაც ჩატარდება შეჭრითი სამუშაოები არსებულ მილსადენთან.

”ქუთაისი-აბაშის” 47კმ-იანი სიგრძის გაზსადენის სამშენებლო სამუშაოებს ერთობლივი საწარმო ”საქმილსადენმშენი და პიი სიტ ნეფთეგაზსტროიიზოლაცია უკრაინა” აწარმოებდა.

მაღალი წნევის გაზსადენის ”ქუთაისი-აბაშის” 47კმ-იანი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა. მშენებლობა 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და 2013 წლის ნოემბერში დასრულდა. პროექტი განხორციელდა USAID-ის ხელშეწყობით და მისმა ღირებულებამ შეადგინა 10 968 425 აშშ დოლარი.

გაზსადენის ”ქუთაისი-აბაშის” მონაკვეთის მშენებლობის ძირითადი მიზანი ფოთის განვითარებადი თავისუფალი სამრეწველო და შავიზღვისპირა რეკრეაციული ზონების, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისა და სხვადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ობიექტების გარანტირებული გაზმომარაგებით უზრუნველყოფაა.